Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: ამ წამქეზებლობამ და პროვოკაციულმა რიტორიკამ შეიძლება საერთოდ დაგვაკარგვინოს სახელმწიფოებრიობა

თამაზ მეჭიაური: ამ წამქეზებლობამ და პროვოკაციულმა რიტორიკამ შეიძლება საერთოდ დაგვაკარგვინოს სახელმწიფოებრიობა

1363
თამაზ მეჭიაური

კანონის მიხედვით, ნებადართულია უცხოელებზე ქართული მიწების გასხვისება, მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაბული სოფლები შენდება, ხოლო კვირიკაშვილის ხელმოწერით სასაზღვრო ზოლში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თურქეთს გადაეცა. გარდა ამისა, თურქეთის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, 12 აგვისტო _ დიდგორის ველზე ქართველთა ბეწყინვალე გამარჯვების დღე, დღესასწაულად და დასვენების დღედ უნდა გამოცხადებულიყოამ და სხვა საკითხებზე ყოფილი პარლამენტარი თამაზ მეჭიაური გვესაუბრება:

_ თუ დღევანდელი ხელისუფლება დააკანონებს უცხოელებზე მიწის გაყიდვას ისედაც მცირემიწიან საქართველოში, უარყოფითი პროცესები განვითარდება. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, დიდ რისკს შექმნის აჭარის ზღვისპირა ზოლში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში გადასვლა, ამიტომ აუცლებელია, მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შეზღუდვა. თუ ხელისუფლება უცხოელებზე მიწის გასხვისებას დააკანონებს, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

_ თურქეთის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა 12 აგვისტოსდიდგორობისსახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება

_ “დიდგორობა” უნდა აღინიშნებოდეს. დასვენების დღე იქნება თუ არა, ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია და არა სხვისი. დიდგორზე ქართველებმა დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით უდიდესი ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ და სხვა ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, რას ვიზეიმებთ და რას ვიგლოვებთ. არასწორი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება დაემორჩილება სხვა ქვეყნების ზეწოლას.

_ კონსტიტუციის პროექტში ამოღებულია მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. რას ფიქრობთ საქართველოში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებაზე?

_ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება იქნება ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ევროპა და დასავლეთი ცდილობენ, დაანგრიონ ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა, კერძოდ, სარწმუნოება, რომელმაც შემოგვინახა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ტრადიციები. რა თქმა უნდა, ეს იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება დაუშვებელია.

_ ევა გოცირიძის (მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ არასათანადო კვალიფიკაციის გამო დაიწუნა) ინიციატივის მიხედვით, მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესება იგეგმება. ეს ინიციატივა ხომ არ უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და სასამართლო სისტემაში ხარვეზების გადაფარვას?

_ პატრიარქსა და სხვა სასულიერო პირებზეც აკეთებენ დამამცირებელ განცხადებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს, ამიტომ, თუ ასეთ კანონს ვიღებთ, საზოგადოდ უნდა აიკრძალოს ცილისწამება-შეურაცხყოფა, ცალკე კანონის მიღება მოსამართლეებისთვის, რომ მხოლოდ მათი შეურაცხყოფა არ შეიძლება, ალოგიკურია.

_ 2012 წელსქართული ოცნებისერთერთი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო. რას აკეთებსქართული ოცნებაამ ქვეყანასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად?

_ ჩვენი ხელისუფლება ყველას მეგობარს უწოდებს, რუსეთის გარდა, რასაც მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს საქართველოსთვის. როდესაც ნატოს ეგიდით რამდენიმე ტანკი შემოიყვანეს, გავაკრიტიკე იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი და ვთქვი, რომ რამდენიმე ტანკის შემოყვანა და წვრთნის ჩატარება არანაირ სარგებელს არ მოუტანს ქვეყნის თავდაცვას, რადგან ეს იქნება მაპროვოცირებელი ფაქტი რუსეთისთვის-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. რუსეთმა სწორედ ამის შემდეგ შემოიყვანა გაცილებით მეტი ტექნიკა, გახსნა ახალი სამხედრო ბაზები, ცხინვალის რეგიონში ჩაატარდა რეფერენდუმი და, საერთოდ, სახელიც შეეცვალა.

ასე რომ, ყველა ქმედება, რომელსაც ვითომ ჩვენი ძალის დემონსტრირების მიზნით ვაკეთებთ და ვაჩვენებთ ვიღაცებს, აი რა მაგრები ვართ და ნატო როგორ გვეხმარებაო, არ არის სწორი. ნატო გვეხმარება კი არა, პირიქით _ ამ წამქეზებლობამ და პროვოკაციულმა რიტორიკამ შეიძლება საერთოდ დაგვაკარგვინოს სახელმწიფოებრიობა. ამ მიმართულებით რასაც დღემდე ვამბობდი, ყველაფერი მართლდება. ისე, ნატოს კი არ დავუახლოვდით, პირიქით _ დავშორდით. ვინ უნდა მიგვიღოს ნატოში, სად შევდივართ, ვინ გვეპატიჟება, არ ვიცი.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

2 COMMENTS

  1. გაგიმარჯოთ ბ-ნო თამაზ როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი ინტერესების გამტარებლები, რომელიც ქართველ სახელმწიფოს იდენტობას აკარგინებს. მიმოვიხედოთ როგორ ეპყრობიან ქართველებს სხვა ქვეყნებში იმ დროს როდესაც პლეხანოვზე, რუსთაველზე საქართველოს მოქალაქეებს მარტო სიარული შეგვიძლიან.

  2. რა უფლებით ყიდით საქართველოს მიწას. ირანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს გავანაგდურებ ძირ ფესვიანადო.. მექას და მედინას გარდაო . გაისად ვინ დაგვიცავს თურქეთი, რომ ბათუმს მოგვთხოვს. ლენინი – ათათურქის ხელშეკრულებას გაუდის ვადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here