Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

“ვაი, თქვენ, ფარისეველნო...”

1186
ჩეჩენი გეები

5000 დოლარს მიიღებს ჩეჩნეთიდან ევროპაში ან ამერიკაში წასასვლელად გამზადებული ელგებეტელი, გასაგებად რომ ვთქვა, მამათმავალი. გვკლავენ, გვხოცავენ, გვჩაგრავენ, გვდევნიან და იძულებულნი ვართ, გავეცალოთ აქაურობასო, _ იტყობინებიან ლგბტთემის აქტივისტები.

ევროპის ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზალიბერალიზაციით გზაგახსნილმა ჩვენმა მოქალაქეებმა ჯერ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ სადმე და როგორმე შეაგროვონ საკმარისი თანხა (ჯიბეგამოფხეკილს ევროპაში ვინ შეგიშვებს!), რომლის მოძიების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, საქართველოდან გასვლაზე არც იფიქრებდნენ. ამათ კი ფულს უგზავნიან გულმოწყალე დასავლელი პედერასტები, ანუ მრავალრიცხოვანი გეიორგანიზაციები.

პოტენციური “თანამესარეცელენი”.

უგზავნიან და ესენიც ხარჯავენ _ ტრანსპორტით გადასაადგილებლად, საცხოვრებლისთვის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (!), დოკუმენტების დასამზადებლად, სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად…

ხარჯი დიდია.

ახლახან 200 000 დოლარი შეუგროვეს. აქედან 62 700 უკვე დახარჯეს. მარტივი ბუღალტერიაა, ძალიან მარტივი, მაგრამ არა ბოლომდე გასაგები და სარწმუნო. ცოტა საეჭვოც _ რა თქმა უნდა, ხარჯვის მუხლებთან დაკავშირებით.

თუმცა გაუგებარი არაფერია. როგორც ჩანს, ორიენტაცია არეულთათვის ვერცხლისმოყვარულობის მიმართულება უცხო არ არის: ყველგან, სადაც ამდენი ფულია, იქ “პატარა” კორუფციაც ამოფოფხდება შავ ხოჭოსავით, სახელად ფუნაგორია და იწყებს დაგროვებას ჭუჭყიანი მატერიის, რომელსაც, ფეკალიებისგან განსხვავებით, სუნი არ ასდის.

ამიტომ შფოთავენ გეიაქტივისტები და ოფიციალურად აცხადებენ, რომ არ იციან, “კერძოდ, როგორ იქნება გახარჯული (სპონსორების მიერ მიწოდებული) ეს ფული, ვის და როგორ გადაერიცხება, როგორი იქნება ანგარიშგება” და ა.შ.

უნდობლობა, ეტყობა, საკმარისად მასშტაბურია, რადგან შემოწირულობათა განმკარგველები იძულებული გახდნენ, ოფიციალურადვე, “რუსეთის ლგბტ ქსელის” მეშვეობით დაემშვიდებიათ მომჩივანნი: “ჩვენ გაგიზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დავხარჯავთ მიღებულ ფულს”.

კაპიკ-კაპიკ წარმოგიდგენთო, ქალბატონებო და ქალბატონებო თუ ბატონებო და ბატონებოო…

“ვაი, თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო… ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემის მშთანთქავებო!” (მათ. 23, 23-24).

ევროპა ჩეჩნეთში გეებისგენოციდისწინააღმდეგ აღდგა: დახოცეს, გაანადგურეს, გაყარეს ქვეყნიდან და ასე შემდეგო. შემოიფხრიწეს საგაზეთო გვერდები და დაახეთქეს მიკროფონები აწივლებულმანოვაია გაზეტამ”, რადიოთავისუფლებამ”, “სნობმა”…

ცოცხალი არავინ გაუშვესო. მაშ, ვინ არის ის 80 ადამიანი, რომლებსაც ამათი ორგანიზატორებისთვის მიუმართავთ?! თუ დახოცეს და გაანადგურეს, ეს ოთხმოცი საიდან აღმოცენდა?! “ამჟამად დახმარებისთვის მოგვმართა 80-ზე მეტმა ადამიანმა, დახმარება უკვე გავუწიეთ 42 ადამიანს”, _ ვიგებთ პრესრელიზიდან, რომელიც “რუსეთის ლგბტ ქსელით” გავრცელდა.

შეკითხვა დავსვით, პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან “ჩეჩნეთში გეების გენოციდის” გამო ატეხილი მთელი ამ ინფორმაციული ცუნამის განმავლობაში არ დასახელებულა არც ერთი კონკრეტული ფაქტი, არც ერთი დაზარალებულის გვარი და, საერთოდ, ამ მასშტაბურიფეიკისავტორებისთვის კონკრეტიკა ისეთივე უცხოა და მიუღებელი, როგორც ნორმალური ადამიანისთვის ავადმყოფური ორიენტაციაარეულობა.

ერთადერთხელ სცადეს, ცოცხალ მოწმედ გამოეყვანათ ვინმე ტრანსგენდერი, რომელიც საიდუმლოების იმდენი შრით დაფარეს, რომ ეტყობა, ავტორებიც დაეჭვდნენ მის რეალურობაში.

“ტრანსგენდერმა ქალიშვილმა ჩეჩნეთიდან ანონიმურობის დაცვის პირობით ინტერვიუ მისცა ტელეარხ “დოჟდს”. ლეილამ (სახელი შეცვლილია) თქვა, რომ იგი იძულებული გახდა, წასულიყო აშშ-ში განუწყვეტელი მუქარისა და მოსკოვის ცენტრში მასზე თავდასხმის გამო”.

ეს “პირველი ჩეჩენი ტრანსგენდერი” იტყობინება, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლებზე თავდასხმები ჩეჩნეთში 2007 წელს დაიწყო, მაგრამ რის საფუძველზე ამბობს ამას, არ ამბობს.

ამტკიცებს, რომ იცის, ვინ იყო გროზნოს ცენტრში მოკლული ორი ჩეჩენი მამათმავალი, მაგრამ მათ ვინაობას არ ამხელს.

ანონიმი რესპონდენტი ყვება, რომ აპირებდა არგენტინაში ჩასვლას, გაემგზავრა კიდეც, მაგრამ მეხიკოში რეისის შეცვლის წინ მიიღო ტექსტური შეტყობინება, რომ თავდამსხმელებმა იციან, სად აპირებს დამალვას, და გადაწყვიტა, აშშ-ისთვის შეეფარებინა თავი. იქ “იპოვეს” “დოჟდის” კორესპონდენტებმა და ინტერვიუ ჩამოართვეს. თავდამსხმელებმა კი “ვერ აღმოაჩინეს”.

აი, ასეთი კონსპირატიული ისტორიაა.

უნიჭობა, გასაიდუმლოების მოშველიებით სიცრუის რეალობად გასაღების მცდელობა არც პირველი და არც უკანასკნელია, რადგან ამ დაავადების რეციდივები დასავლეთის მედიას უკვე აშკარად დაეტყო. ევროპარლამენტს კი არასოდეს დაუმალავს. ევროდეპუტატებმა ამჯერადაც, საჩვიდმეტმაისოდ მიმართეს ევროკომისიას, ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ევროსაბჭოს, ხელი შეუწყონ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ჩეჩნეთის ლგბტ მოქალაქეების უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიებაში. ამასთან, ჩეჩნეთის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს ჰომოსექსუალების დევნის კამპანია და გაათავისუფლოს ყველა, ვინც ჯერ კიდევ ციხეშია დარჩენილი, უზრუნველყოს მათი, ასევე, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების სამართლებრივი და ფიზიკური დაცვა.

მაშინ, როცა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები ჩეჩნეთში მამათმავლების ხოცვა-ჟლეტისა და მათდამი მხეცური დამოკიდებულების “უფაქტო ფაქტების” ტირაჟირებით არიან დაკავებული და ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე ამტკიცებს რეზოლუციას ჩეჩენი გეების მხარდასაჭერად, ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მამათმავლობის პრობლემა მათთან საერთოდ არ დგას, უფრო მეტიც, “დასავლეთის მედიის მიერ ინიცირებული კამპანიის დაწყებამდეჩეჩენი ხალხისთვის უცნობი იყო ლგბტ აბრევიატურაც კი”. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩეჩნეთის ტრადიციული საზოგადოებისთვის ჰომოსექსუალობის არსებობა საერთოდ წარმოუდგენელია. ჩეჩენმა მწერლებმა და ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომელშიც არა მხოლოდ უარყოფენ რესპუბლიკაში ლგბტ მოქალაქეების დევნას, არამედ _ საერთოდ ჰომოსექსუალების არსებობას მათ “ძველთაძველ მიწაზე”. ერთნაირსქესიანთა შორის ინტიმური ურთიერთობა აბსოლუტური ველურობაა და მიუღებელია ჩეჩნეთის საზოგადოებისთვის. ასეთია ჩეჩნეთის ტრადიციული კულტურის ერთერთი თავისებურება”, _ განაცხადეს ჩეჩნეთის აკადემიის წევრებმა.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი დაზარალებული გეი.

სამაგიეროდ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა BNS-ის აგენტს უთხრა, რომ მისმა ქვეყანამ შეიფარა ჩეჩნეთიდან დევნილი ორი(!) გეი, რა თქმა უნდა, მათი ვინაობის დაუსახელებლად.

საკრალური რიცხვი 2: ანონიმი ტრანსგენდერი იცნობს 2 დაჩაგრულ გეის, 2 ჰომოსექსუალი შეიფარა ლიტვამ. ეს არის მთელ ამ ისტორიაში ერთადერთი კონკრეტიკა _ 2 და 2. რაც თავისთავად ნიშნავს არაფერს.

ფუყეა…

ფაქტებს არ ასახელებენ არც საფრანგეთის სამი უმსხვილესი ლგბტ ორგანიზაციის Stop homophobie, Mouse და Comite idaho France ხელმძღვანელები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს, ადანაშაულებენ ჰომოსექსუალების “გენოციდში” და მოითხოვენ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებას. ფრანგული გაზეთი “ლე მონდი” იმოწმებს ამ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთის პრეზიდენტს _ ალექსანდრ მარსელს, რომელიც ამბობს, რომ თითქმის ყოველდღე იღებს ახალ და ახალ ცნობებს ჩრდილოეთ კავკასიაში გეების დევნის შესახებ. აქაც კონკრეტიკის გარეშე _ სად, როდის, რამდენი?

დაბოლოს, ევროპრესა, როგორც ჩანს, 17 მაისს განსაკუთრებით აღიგზნება ხოლმე ჰომოსექსუალურ ნიადაგზე.

“გაზაფხულია, დადგა მაისი…”

არმაზ სანებლიძე

P.Sვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობით და უსამართლობით.

ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათ. 23, 25-26).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here