მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა საქართველოში FDI 2020 წლის III კვარტალში

5fd08112d57a9
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 11:48
639
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც, სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. რეინვესტიციებმა წლის მესამე კვარტალში $133 მილიონი დოლარი შეადგინა, კომპანიების მხრიდან საგარეო საკრედიტო ვალდებულებების აღება კი $71.7 მილიონი იყო.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების სია ასეთია:

1 გაერთიანებული სამეფო - 117,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45%
2 ნიდერლანდი - 79,3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 51%
3 აშშ - 24,2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -35%
4 იაპონია - 15,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
5 პანამა - 14,6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9%
6 არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 9,7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 127%
7 ლუქსემბურგი - 8,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -56%
8 თურქეთი - 7,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -138%
9 ჩეხეთი - 5,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -57%
10 რუსეთი - 5,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -78%.

TOP-ათეულში წელს ვერ მოხვდა აზერბაიჯანი, რომელიც გასული წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში შედის პანამის ოფშორული ზონაც, რომელსაც საქართველოს მსხვილი ბიზნესი რეინვესტირებისთვის იყენებს. პანამის მსგავსად რეინვესტიციები საქართველოში შემოდის დიდი ბრიტანეთიდან, რაც საბანკო სექტორის ინვესტიციებს წარმოადგენს, ასევე, ნიდერლანდებიდან და ლუქსემბურგიდან.