Home რუბრიკები საზოგადოება რა გვჭირს?! რა გვემართება?!

რა გვჭირს?! რა გვემართება?!

1051
რა გვჭირს?! რა გვემართება?!

ამას რომ ვწერ, თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. სათქმელი რით დავიწყო, ისიც არ ვიცი, ან რით დავამთავრო. ბევრი რამ მაწუხებს. ეს წუხილი ყოველდღიურად მატულობს და ყელში მაწვება.

რა გვჭირს?! რა გვემართება?! ვინ ვიყავით და ვინ ვართ ახლა?! _ ეს კითხვები მიტრიალებს თავში. თითქოს “ვიღაც” გვმართავს, უხილავი “ვიღაც” ჩვენ სულებში აფათურებს ხელს და ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ საფიქრალსაც არ გვიტოვებს. თითქოს ღრმა ძილიდან ეს-ეს არის გამოვედით და ჩვენი გონზე მოუსვლელად წახდენა, ამ წახდენის საშუალებები ჩვენივე არჩევანით გვაქვს გადაწყვეტილი და ჩვენივე გემოვნებით არის ნაკარნახევი (ამ შემთხვევაში გასახსენებელია მიუწვდომელი ევროპა და მისი “სიამენი” ლიბერალური მანტიის ქვეშ. რომელი ჩვენგანის არჩევანია ჩვენი შვილების გაურკვეველი მომავალი _ ეს ჩვენ განვსაზღვროთ). ამ “ვიღაცას” თითქოს მიზანი აქვს ჩვენი გადაგვარების, ჩვენი გაქრობის, ქართველის სახსენებელის ძირ-ფესვიანად ამოძირკვის და ეს კარგად გამოსდის. ჩვენივე ხელით აკეთებს ამას და ჩვენივე ტვინით მართავს ამ ყოველივეს. ჩაგვსახლებია სულში და გონებაში. ვინ არი ეს “ვიღაც”? _ ეს არის დამაფირებელი. სად და რომელ სუსტ წერტილს მიაგნო ჩვენში? სრულიად დაგვაბეჩავა და საკუთარ თავში ჩაგვკეტა, ჩვენივე უძლურებისა და სისუსტის მონებად გვაქცია. ძალიან ჭკვიანია ეს “ვიღაც”, ძალიან ჭკვიანი. უბრალოდ, ვკითხოთ საკუთარ თავს: ეს ვიყავით? ასე ვცხოვრობდით? ამ ღირებულებებზე გავიზარდეთ?.. იქნებ აქრობენ ამ ყოველივეს ჩვენში, იქნებ რაც გვიყვარს და რაც ჩვენი ცხოვრების მიზნად და წესად გაგვიხდია საუკუნეების განმავლობაში, ამ ყველაფერს “ვიღაცის” თვალში ფასი არ აქვს ან ამ “ვიღაცას” ხელს უშლის ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი კულტურა და ზნეობა?! მგონი, ადამიანებადაც არ გვთვლის! შევხედოთ და ნათლად დავინახავთ, როგორი გაშმაგებით ებრძვიან ჩვენს დედაეკლესიას _ ამ უკანასკნელ ნავსაყუდელსა და უკანასკნელ ბურჯს ქართველობისას. გავეშებული ბრძოლა მიდის ამ სიწმინდისა და იქ მოღვაწე ყველა წესიერი ადამიანის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამას ისევ ქართველის ხელით აკეთებენ. ეს “ვიღაც”, ალბათ, დაგვცინის კიდეც: აი თქვენი საამაყო ქართველობა გროშებზე როგორ იყიდებაო; თქვენი სახელგანთქმული ვაჟკაცობა, როგორ ადვილად იცვლება ოქროსა და ვერცხლშიო…

არ მეგონა, ამდენი მტერი და მოღალატე თუ იქნებოდა ჩვენში, ჩვენ გვერდით ამდენი გველი თუ გაიზრდებოდა. ჩვენივე ძმა და სისხლი ხელს გვკრავს და უფსკრულში გვიპირებს გადაჩეხვას და ამას ისე აკეთებს, გეგონება, ჩვენივე კეთილდღეობისთვის და ჩვენივე შვილების ნათელი მომავლისთვის დღე და ღამ ფიქრში ატარებს. გამოფხიზლების დრო არ მოვიდა? რას ვუტოვებთ შვილებს? ნარკოტიკების თესლებს, პედერასტების სამკლავურებსა და ალმებს თუ ვაზის ყლორტებსა და ჩვენი სისხლითა და ოფლით გაჟღენთილ დროშებს (მადლობა ღმერთს ეს ყველას არ გვეხება)?! მგონი, დაფიქრება არ გვაწყენს. შებრძოლება სჭირდება ამას, რადგან ეს გზა დაღუპვისა და გაქრობისკენ მიგვაქანებს. სიყვარული და პატივისცემა გვაკლია ერთმანეთის, გაუტანლობა გამოგვდის კარგად. სიყვარულით ბევრს შევძლებთ. ეს ყველამ კარგად იცით. ავტორიტეტები გავაქრეთ და აღარავის ვუსმენთ _ აღარც პატრიარქს და აღარც ერზე მზრუნველ ადამიანებს. ისეთ გაჭირვებაში და ყოველდღიურ საზრუნავში ჩაგვფლეს, რომ ღირებულებებზე აღარ გვაფიქრებენ. დროს აღარ გვიტოვებენ სიკეთესა და მარადიულზე საფიქრალად, ცალკე ტელევიზიებითა და სანახაობებით, ცალკე ამდენი ვალებითა და ლუკმაპურის შოვნის პრობლემით. საქართველო ბანკის ვალებში ჩაახრჩეს. იმ პრინციპს, რომ “დაყავი და იბატონე” ან ფული “ასესხე და დაიმონე” ზედმიწევნით ასრულებს ეს “ვიღაც” თუ “ვიღაცები”. ამ ყველაფერს ისევ ქართველის ხელით აკეთებენ. თითქოს უკვე ბევრი აღარ დარჩა ჩვენს სრულ დაღუპვამდე და გადაგვარებამდე.

სათქმელი კიდევ უამრავია.

მე ერთი თქვენგანი ვარ, ჩემო მეგობრებო, იმავე მწუხარებით. ცოდვილი. პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვუწოდებ: იმედი და მოთმინება გვჭირდება. ღმერთი არ დაუშვებს ჩვენ გადაგვარებას, მაგრამ ხელისა და ტვინის განძრევა გვჭირდება. ჩვენს გასაკეთებელს სხვას ვერ მოვთხოვთ. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება ღმერთთან და ჩვენს წინაპრებთან…

ირაკლი სპანდერაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here