მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოსავლო გადასახადზე შეღავათების შესახებ თურნავა განმარტებას აკეთებს

5ea2e921d93da
თათია ჩაფიჩაძე
24.04.20 17:19
5360
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის გათავისუფლებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შეღავათით ისარგებლებენ ის კომპანიები, რომელთა მიერ დასაქმებულების ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. შეღავათები 6 თვის განმავლობაში გავრცელდება და ის იმ კომპანიებზეც გავრცელდება, რომლებმაც გადასახადების გადავადებით მთავრობას უკვე მიმართეს.

"საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოთავაზებული შეღავათი პირველ რიგში მიმართულია იქით, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები. ამისთვის ჩვენ კომპანიებთან ერთად ვინაწილებთ სახელფასო ტვირთს.
ეს ეხება 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ვისი ხელფასიც 1500 ლარი, ან ნაკლებია. ასეთები არიან უმრავლესობა. ეს არ არის მაღალი რანგის მენეჯმენტები, მაგრამ ეს არის საშუალო და დაბალი რანგის დასაქმებულები, განსაკუთრებით ისეთ კომპანიებში, სადაც დიდი დასაქმებაა - იქნება ეს სამკერვალო ფაბრიკა, თუ მძიმე მრეწველობის გიგანტი საწარმო, ეს ყველას შეეხება.

1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს, მათ ხელფასზე, სულ მცირე 750 ლარის ნაწილზე, არ დაერიცხებათ საშემოსავლო გადასახადი. ეს უმსუბუქებს ერთი შეხედვით კომპანიას საგადასახადო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. მათ შორის, ეს შეეხება იმ კომპანიებსაც, ვისაც ეს გადასახადი გადავადებული აქვს", - განმარტა თურნავამ.