Copy
  • ყრუ და სმენადაქვეითებული აუდიტორიის სერვისების კვლევა საქართველოს მუზეუმებში

  • სამუზეუმო მარკეტინგისა და ფანდრეიზინგის საკითხების კვლევა საქართველოს მუზეუმებში

ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ICOM საქართველო მანუს ბრინკმანის ფონდსა და თიბისი ბანკთან პარტნიორობით იწყებს კვლევას ორი მიმართულებით:

  • ყრუ და სმენადაქვეითებული აუდიტორიის სერვისების საქართველოს მუზეუმებში
  • სამუზეუმო მარკეტინგისა და ფანდრეიზინგის (დამატებითი სახსრების მოძიება) საკითხები საქართველოს მუზეუმებში
პროექტის საწყის ეტაპზე, შემუშავდა სპეციალური კითხვარები, რომელთა მეშვეობით მოხდება თეორიულ-ვიზუალური ინფორმაციის შეგროვება საქართველოს მუზეუმებში ამ ორი მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებთან ერთად გაანალიზდება საქართველოს მუზეუმებში ამ მხრივ არსებული სიტუაცია პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების გამოკვეთის მიზნით.
პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევების საფუძველზე ორივე მიმართულებით გამოიცემა 2 ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია: 
  • ყრუ და სმენადაქვეითებული აუდიტორიის სერვისების პრაქტიკა საქართველოს მუზეუმებში, რომელშიც შევა ქართული ჟესტური ენის მცირე ვიზუალური ლექსიკონი, ჩატარებული კვლევის ანალიზი, არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, მეთოდური რეკომენდაციები სამომავლო განვითარებისათვის.
  • სამუზეუმო მარკეტინგისა და ფანდრეიზინგის (დამატებითი სახსრების მოძიება) პრაქტიკა საქართველოს მუზეუმებში - შესავალი სამუზეუმო მარკეტინგის თეორიასა და სტრატეგიებზე, კვლევის ანალიზი, არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, მეთოდური რეკომენდაციები სამომავლო განვითარებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოს მუზეუმების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით. თანამშრომლობისათვის აუცილებელია პირველ რიგში, კითხვარების შევსება. ქვემოთ გთავაზობთ ორივე მიმართულების კითხვარს (MSword-ის დოკუმენტი) და გთხოვთ, ამ დოკუმენტების შევსებით გაგვიზიაროთ თქვენი მუზეუმის გამოცდილება.
ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, რომ შევსებული მასალა გამოგვიგზავნოთ ა/წ 24 ივნისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com (ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ამავე ელ-ფოსტაზე). 🙏

თქვენი მონაწილეობა კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია
👥- მ თანამშრომლობით თქვენ ხელს უწყობთ აღნიშნული მიმართულებების მხრივ გამოცდილების გაზიარებას და პერსპექტიულ განვითარებას.
წინასწარ უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის 
🙌 🤝 
თანხმობის შემთხვევაში, თქვენი მონაწილეობა ორივე კვლევაში, აღნიშნული იქნება პროექტის პუბლიკაციებში, რომელიც საქართველოს ყველა მუზეუმს უფასოდ გადაეცემა.
 

პატივისცემით, 
ICOM საქართველო 

 

 © ICOM მუზეუმების საერთაშორისო საბჭო - საქართველო © Manus Brinkman Fund © TBC Bank  

Share Share
Tweet Tweet
Forward Forward
Copyright © 2020 ICOMGeorgia, All rights reserved.

ICOM National Committee in Georgia
Tbilisi, Georgia
Facebook
Twitter






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
ICOM National Committee in Georgia · 22 Griboedov str · Tbilisi 0108 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp