Home სხვადასხვა დაიჯესტი კითირის მიტროპოლიტის განცხადება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო

კითირის მიტროპოლიტის განცხადება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო

1350
კითირის მიტროპოლიტი სერაფიმე

ალექსანდრე სტეფანოპულოსი ნიუიორკში მცხოვრები ბერძენი ჟურნალისტია, რომელიც 1985 წლიდან მუშაობს საეკლესიო და, საერთოდ, რელიგიურ თემატიკაზე და აშუქებს მის მიერ შექმნილი სააგენტო Greek American News Agensy ვებგვერდზე. 2018 წლის 14 სექტემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური ჩარევის შემდეგ, გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მიღებული იყო გადაწყვეტილება, “ღვთისმსახურებისას ლოცვებში შეწყდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მოხსენიება”. ამ სამწუხარო მოვლენების კომენტირება ბატონმა სტეფანოპულოსმა სთხოვა კითირის მიტროპოლიტ სერაფიმეს. მისი უწმინდესობის პასუხი ბერძენი ჟურნალისტის შეკითხვაზე ვებგვერდ პროვოსლავიე.რუზე გამოქვეყნდა.

“ღრმად შემძრა რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან საეკლესიო ურთიერთობის შეწყვეტამ მსოფლიო საპატრიარქოსთან, სამწუხარო და სავალალო შედეგი გამოიწვია მსოფლიო საპატრიარქოს გაჯიუტებამ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თემაზე. ეს არ არის აღიარებული წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ანუ ყველა მართლმადიდებელი საპატრიარქოსა და ადგილობრივი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. და ეს ეკლესია წარმოადგენს უკრაინელი ხალხის უმნიშვნელო რაოდენობას.

მსოფლიო საპატრიარქო ბოლო პერიოდამდე აღიარებდა მხოლოდ უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორის ქვეშ, ახლა კი, რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე, სურს, უკრაინელრასკოლნიკებსავტოკეფალია მისცეს და უგულებელყოს უკრაინის კანონიკური არქიეპისკოპია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთად აღიარებენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები.

განხეთქილების შემომტანი, როგორც ცნობილია, ეკლესია არ არის და განხეთქილების შემომტანებთან ურთიერთობა ეწინააღმდეგება სჯულის წმინდა კანონებს. მაშ, რისთვისაა ეს სიჯიუტე მსოფლიოს პატრიარქ ბართოლომეოსის მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, რაც გამოიწვევს ერთიანი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გახლეჩას? განა საკმარისი არ არის დუღილი, ქარიშხლები და მღელვარებები, რომლებიც გამოწვეული იყო და ახლაც გამოწვეულია კრეტაზე გამართული კრების (2016 წ.) ე.წ. დიდი საეკლესიო კრების დადგენილებით?

განა ამ სჯულის კანონზე მაღლა არ დადგა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, როდესაც თავისი გადაწყვეტილებით კლირიკებს ნება დართო, მეორედ იქორწინონ?! განა ამ სინოდის დადგენილების _ “ქორწინების საიდუმლო და მისი წინააღმდეგობები” საბოლოო ტექსტის მე-4 პარაგრაფში “ქორწინების წინააღმდეგობები” სიტყვასიტყვით ჩაწერილი არ არის შემდეგი: “მღვდელმსახურება, როგორც ასეთი, არ არის წინააღმდეგობა ქორწინებისთვის, მაგრამ, მოქმედი კანონიკური ტრადიციის მიხედვით (ტრულის კრების მესამე კანონი), კლირიკებს ქიროტონიის (ხელდასმის) შემდეგ ქორწინება ეკრძალებათ”?!

ჩვენ, კითირისა და ანტიკითირის მიტროპოლიები, მივმართავთ მოწოდებითა და გულითადი თხოვნით მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, მართლმადიდებულ ეკლესიაში ახალი განხეთქილების თავიდან ასაცილებლად უკან დაიხიოს.

ნაცვლად ერთობლივი ლოცვებისა, რომლებსაც მსოფლიო პატრიარქი ბოლო პერიოდში რომის პაპთან და სხვა სარწმუნოების მეთაურებთან ერთად აღავლენს, რომლებიც არა მხოლოდ სრულიად უსარგებლოა, არამედ გამოცდის წინაშე აყენებს მართლმადიდებლობის სრულყოფილებას, ხომ არ სჯობს, იქადაგოს მონანიება და ყველაფრის დაბრუნება მართლმადიდებლური სარწმუნოების საწყისებთან, იესო ქრისტეს სწავლებასთან, წმინდა მოციქულების, ღირსი მამების სწავლებებთან?

აი რა უნდა გიპასუხოთ მოკლედ თქვენ, ბატონო სტეფანოპულოსო, იმ კითხვაზე, რომელიც დამისვით. მე გულწრფელად ვუსურვებ გონიერებასა და მხნეობას ჩვენი ეკლესიის მეთაურებს ამ სულიერი კრიზისის დასაძლევად, აგრეთვე, ქრისტეს მართლმადიდებელი საწმყსოს ერთიანობისთვის მტკივნეული შედეგების დასაძლევად. ყველას უნდა ახსოვდეს მჭევრმეტყველ იოანე ოქროპირის სიტყვები:

“განხეთქილებას ტანჯვითა და სისხლით ვერ ჩამოიბან”.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ

ცნობისთვის: კითირის მიტროპოლიტი სერაფიმე (სტერგიულისი) დაიბადა 1950 წელს. 1978 წელს დაამთავრა თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალობითსისტემური ღვთისმეტყველება”. 1979-2005 წლებში მსახურობდა მოძღვრად ეგინის მიტროპოლიაში. 2005 წელს აირჩიეს ეპისკოპოსად და დანიშნეს კითირის მიტროპოლიტად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here