Amnesty International-ი - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში - ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ - აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია “ტვიტერზე“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა