მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო 26-27 ოქტომბერს Future of Tourism World Summit-ში მიიღებს მონაწილეობას

617668af48fcb
ვიქტორია მღებრიშვილი
25.10.21 12:16
284
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტი Future of Tourism World Summit ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

საერთაშორისო სამიტი Future of Tourism World Summit გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს. ამასთან სამიტში ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი მონაწილეობს.

უწყების ცნობით, სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.

სამიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კოვიდურ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. საუბარი შეეხება ტურიზმის აღდგენის გეგმებს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ურბანულ ტურიზმს, მომხმარებელთა და ტურისტთა დაცვას.