მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო შტატგარეშე თანამშრომლებზე 283,800 ლარს დახარჯავს

5e60ee236f708
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.20 10:10
1059
2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო საპენსიო სააგენტო მასში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე 283,800 ლარის ხელფასების გაცემას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს მის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული ბიუჯეტიდან ხდება ცნობილი. 

დოკუმენტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ არის ხელმოწერილი, სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის 2020 წელს 5 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. 

სააგენტოს ბიუჯეტის 2/3-ზე მეტი დასაქმებულთა ხელფასებზე არის გათვალისწინებული. დოკუმენტის მიხედვით, სააგენტოში ჯამურად 63 პირია დასაქმებული. 

რაც შეეხება სხვა ხარჯებს - 80,000 ლარი არის გათვალისწინებული მივლინებებისთვის, 72,000 ლარი ბლუმბერგის საინვესტიციო პროგრამისთვის, 65,000 ლარი აუდიტის მომსახურებისთვის და 240,000 ლარი PR მომსახურების შესაძენად. 

ამასთანავე, ცნობილი ხდება საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასები. კონკრეტულად კი საბჭოს სამი წევრისთვის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარით, ხოლო ორი წევრისთვის კი 54,000 ლარით არის განსაზღვრული.