ექთნის ნასწავლები რეცეპტით კაპიკებად უმკურნალებთ პოდაგრას.

2
11304

პოდაგრა ტერფის ერთ-ერთი გავრცელებული დეფორმაციაა, ამასთან აშკარა კოსმეტიკური დეფექტი ახლავს. ალბათ, პოდაგრას მოშორების არა ერთი რჩევა გინახავთ. „პაპარაცი“ ერთ-ერთ მეთოდს გიზიარებთ, რომელიც ამ დაავადებასთან საბრძოლველად საკმაოდ ეფექტურად ითვლება.

სინამდვილეში ფეხზე პოდაგრას მედიცინაში ტერფის ცერა თითის ვალგუსური დეფორმაცია ეწოდება. ყველაზე ხშირად გვხვდება ქალებში 30 წლის შემდეგ. როგორც დაავადების უმეტესობას ამ დაავადებასაც თავისი გაჩენის მიზეზები, სიმპტომები, გართულებები და მკურნალობის მეთოდები გააჩნია.

პოდაგრას გაჩენის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

მემკვიდრეობა: თუ თქვენს ბებიას და დედას ფეხზე პოდაგრა ჰქონდათ, სავარაუდოდ, მომავალში თქვენც მსგავსი პრობლემის წინაშე დადგებით.

თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ან არა კომფორტული ფეხსაცმლის ტარება გიყვართ, დიდი ალბათობით ეს ორთოპედიული დაავადება შეგაწუხებთ.

ჭარბი წონა პოდაგრას წარმოქმნას ხელს უწყობს.

ტრავმები

კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება შეძენილი დაავადებები იყოს, როგორიცაა ბრტყელტერფიანობა, ოსტეოპოროზი ან ართრიტი.

მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. ხალხური მედიცინა, ქირურგიული მეთოდები, ორთოპედიული და ა.შ. ამ მეთოდის დახმარებით პოდაგრას თეთრებში მოიშორებთ.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • დიმექსიდი
  • ქლოროფილიპტი – ზეთოვანი ხსნარი
  • 5 მლ შპრიცი
  • ბამბი კომპრესისთვის
  • ხსნარის მოსამზადებელი ჭურჭელი

პირველ რიგში, შპრიცში 3 კუბი „ქლოროფილიპტის“ ხსნარი აავსეთ, შემდეგ სითხე ჭურჭელში გადაასხით.

ამის შემდეგ შპრიცით 1 კუბი „დიმექსიდი“ აიღეთ და „ქლოროფილიპტით“ სავსე ჭურჭელს დაუმატეთ.

მზა ნარევში ბამბა ან ბამბის ტამპონი გაჟღინთეთ, შემდეგ ძვალზე დაიდეთ. კომპრესი 15 წუთით გაიჩერეთ. პროცედური დილას და საღამოს უნდა გაიმეოროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

2 კომენტარები

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი