საიას-ს თავმჯდომარემ მარნეულის რაიონულ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მისი დაზარალებულად ცნობა მოითხოვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა მარნეულის რაიონულ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მისი დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.

სიმონიშვილის განმარტებით, დაზარალებულად ცნობასთან ერთად, პროკურატურისგან ასევე მოითხოვენ საქმის მასალების გადაცემას და დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარებას, ვინაიდან მუქარის საფრთხე ჯერ კიდევ სრულყოფილად არ აღკვეთილა.

„შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, რომლითაც მოვითხოვთ სამირა ბაირამოვას დაზარალებულად ცნობა, საქმის მასალების გადმოცემა და დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარება, რადგან მუქარის საფრთხე ჯერ კიდევ არ აღკვეთილა. სამირა ბაირამოვა ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მუქარის ფაქტი იყო სახეზე, ამის შემდგომ მოგვეცემა შესაძლებლობა საქმის მასალებს გავეცნოთ და სრულად ინფორმირებულები ვიყოთ. გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხე ბოლომდე არ არის აღკვეთილი ასევე ვითხოვთ დაცვის სპეციალური ღონისძიებები გამოიყენოს სახელმწიფომ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებიათ და ინფორმაციასაც სრულყოფილად ვერ ვიღებთ. ჩვენ ამ საქმეში ჩართულები ვართ და მის ინტერესებს დავიცავთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ მის მიერ გამოხატული პროტესტის გამო ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა. მის უფლებებს საია იცავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 14 მარტს, მარნეულში, ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - ,,კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, ბაირამოვას მიერ გამოხატულ პროტესტს ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში ვიდეო მიმართვა ჩაწერეს, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით მუქარას შეიცავს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო