მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დასაქმების პროგრამის გაფართოებაზე ვმუშაობთ - ჯანდაცვის მინისტრი

60251f088f626
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 16:19
1512
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების პროგრამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ 500 ადამიანს ჰქონდა, ხოლო წელს რაოდენობა განსაზღვრული არ არის და დასაქმდება ყველა, ვინც შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს.

"ვთანამშრომლობთ გერმანიის კერძო სექტორთან და სამუშო ძალაზე მოთხოვნა გამომდინარეობს კერძო სექტორში არსებული მოთხოვნებიდან. გერმანიაში ეს პირველი საპილოტე პროექტია. პროექტში მონაწილეების რაოდენობა, გასულ წელს იყო შეზღუდული და საუბარი იყო მხოლოდ 500 მოქალაქეზე, ხოლო წელს ცალსახადაა ნაქვამი, რომ რაოდენობა შეზღუდული არ არის და ის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გემრანულ მხარესთან სექტორების გაფართოებაზე მუშაობს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ფინანსურ სარგებელთან ერთად ევროპული სამუშაო გამოცდილების მიღება.

„რაც შეეხება პროექტის გაფართოებას, ჩვენ სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ, რადგან ჩვენთვის ამ პროექტს მხოლოდ დროებითი დასაქმების მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანული სამუშაო გამოცდილება ჩვენმა მოქალაქეებმა სამუშაო ადგილებზე მიიღონ. სწორედ აქედან გამომდინარე ვაგრძელებთ გერმანიის მთავრობასთან ერთად იმ დამატებით სფეროებზე მუშაობას, სადაც შესაძლოა წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ამ სახით ქართული ბაზრის გაჯანსაღებას და კვალიფიკაციის ამაღლებასაც შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას?