მასტიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთება. ხშირად ვითარდება ლაქტაციის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯირკვალში რძის შეგუბებას; ინფექციის შეჭრის კარია დვრილისა და მისი ირგვლივი არის ნახეთქები. გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი, შერწყმული სხვა კოკურ ფლორასთან და ნაწლავის ჩხირთან, პროტეასთან.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ლაქტაციური მასტიტი ხშირად წარმოიქმნება პირველი ორსულობის პირველ თვეზე. რძის გამოყოფის შემცირების ფონზე ვლინდება ტკივილი ჯირკვალში, შემცივნება, მატულობს სხეულის ტემპერატურა; სარძევე ჯირკვალი მაგრდება, ხდება მტკივნეული, ჩნდება კანის ჰიპერემია.

დიაგნოსტიკა

მასტიტიმწვავე მასტიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ე. წ. რძისმიერ ცხელებასთან, რომელიც ვითარდება მშობიარობიდან მე-3-5 დღეზე და განპირობებულია რძის შეკავებით, რომელიც უკუშეწოვის გამო იძენს პიროგენულ თვისებებს.
ამასთან, ადგილი არა აქვს ჯირკვლის ქსოვილის ინფილტრაციას. თუკი 2-3 დღეში ინფილტრატი სარძევე ჯირკვალში არ გაიწოვება, ხდება მისი აბსცენდირება.
ჩირქგროვის სხვადასხვა ლოკალიზაცია განაპირობებს მასტიტის კლინიკური სურათის თავისებურებებს. ანტემამარული აბსცესი ჩვეულებრივ დიდი ზომის არ არის, ფლუქტუაცია ვლინდება ადრე და  დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. ინტრამამარული ჩირქგროვა მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით, ძლიერი ტკივილით.
სარძევე ჯირკვალი გადიდებული და მტკივნეულია, ისინჯება საკმაო ზომის ინფილტრატი.
ფლუქტუაცია შედარებით გვიანი სიმპტომია. ინტრამამარული მასტიტი ხშირად მიმდინარეობს რამდენიმე ჩირქოვანი ღრუს წარმოქნით, ამასთან ოპერაციული მკურნალობა გაცილებით გართულებულია. რეტრომამარული აბსცესი: გამოხატული ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ტკივილი ჯირკვალში, რომელიც ძლიერდება ხელის მოძრაობის დროს.
ადგილობრივად ჯირკვალი თითქოს აწეულია, პალპაციით მტკივნეულია, განსაკუთრებით მისი გადაწევისას. კანის ჰიპერემია და ფლუქტუაცია არ აღინიშნება. დაავადების ადრეული გამოვლინება გართულებულია.

მკურნალობა

მკურნალობა საჭიროა ენერგიული მკურნალობა ადრეული სტადიებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა: სრული მოსვენება, ჯირკვლის ამაღლებული მდებარეობა, ანტიბიოტიკები, რძის გამოწველა.
ბავშვის ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს უმნიშვნელო ინფილტრატის არსებობისას ჯირკვლის პერიფერიაზე; პარენქიმის ჩირქოვანი გალღობის დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა; ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილია ზოგადი გაუტკივარებით. ოპერაციის მიზანია – გაკვეთა და ჩირქის ევაკუაცია, ნეკრექტომია, დრენირება.

პროგნოზი

პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. თუმცა ოპერაციის შემდეგ რჩება ნაწიბურები. მასტიტის ყველაზე მძიმე ფორმაა ლპობითი, ანუ განგრენოზული მასტიტი. >> მშობიარობის შემდგომი პერიოდი; მასტიტი


მასტიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთება, გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით
🔎 სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის მიხედვით განარჩევენ:
🔹 ლაქტაციური (მშობიარობის შემდგომი) მასტიტი – ხშირად წარმოიქმნება პირველი ორსულობის პირველ თვეზე
🔸 არალაქტაციური მასტიტი
⭕️ რძის გამოყოფის შემცირების ფონზე ვლინდება:
➡️ ტკივილი ჯირკვალში;
➡️ შემცივნება;
➡️ სხეულის ტემპერატურის მომატება;
➡️ სარძევე ჯირკვლის გამაგრება;
➡️ სარძევე ჯირკვალი ხდება მტკივნეული;
➡️ კანის ჰიპერემია
❗️ საჭიროა ენერგიული მკურნალობა ადრეული სტადიებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა. მკურნალობის მიზნით მიმართავენ:
✅ სრული მოსვენება;
✅ ჯირკვლის ამაღლებული მდებარეობა;
✅ ანტიბიოტიკები;
✅ რძის გამოწველა
👶 ბავშვის ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს უმნიშვნელო ინფილტრატის არსებობისას ჯირკვლის პერიფერიაზე;
💉 პარენქიმის ჩირქოვანი გალღობის დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა, რომლის მიზანია აკვეთა და ჩირქის ევაკუაცია, ნეკრექტომია, დრენირება
👉 შეიტყვეთ მეტი მასტიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიებიდან:
🔘 https://bit.ly/38DA5f0
🔘 https://bit.ly/3GzKk0e
#მასტიტი #მასტიტისნიშნები #მასტიტისსიმპტომები #მშობიარობისშემდგომიმასტიტი #ლაქტაციურიმასტიტი #მასტიტისდიაგნოსტიკა #მასტიტისმკურნალობა #არალაქტაციურიმასტიტი #სარძევეჯირკვლისანთება #რაარისმასტიტი #მკერდისანთება #მკერდისანთებისმკურნალობა #რძისგამოწველა #წვისშეგრძნებაძუძუთიკვებისდროს #ცხელება #შემცივნება #მკერდისტკივილი #გამონადენიმკერდიდან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>