Magdalena Posted September 15, 2021 Share Posted September 15, 2021 Apple-მა თავისი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ახალი გაფრთხილებით განაახლა. ფაქტია, რომ iPhone-ზე გარკვეული სიხშირის ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის კამერის მოქმედება. მაგალითად, მოტოციკლის ძრავის ვიბრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპტიკური სტაბილიზაციისა და ავტოფოკუსის სისტემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის დამაგრება მოტოციკლზე. არსებული მონაცემების თანახმად, iPhone-ის კამერებში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა (OIS) და ავტოფოკუსის უკუკავშირის სისტემები (AF) მუშაობენ გიროსკოპებისა და/ან მაგნიტური სენსორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობისა და ვიბრაციის კომპენსირებას ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას. აღმოჩნდა, რომ ეს გიროსკოპები და სენსორები არ არის გათვლილი მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებთან ურთიერთქმედებაზე და სწორედ ამის შესახებ გასცა გაფრთხილება Apple-მა მხარდაჭერის გვერდზე. „iPhone-ში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა და უკუკავშირის ავტოფოკუსირების სისტემები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა, OIS-ის მქონე ბევრი სამომხმარებლო ტექნიკის მსგავსად, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს ამ სისტემების წარმადობა და შეამციროს სურათების ხარისხი ფოტოებსა და ვიდეოებში. არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებზე დიდი ხნის განმავლობაში “, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კამერებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების წარმოჩენის რისკის გამო მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მოტოციკლზე ჯდომისას, რადგანაც ძრავის მუშაობის დროს ინტენსიური ვიბრაციები ჩნდება. უფრო მეტიც, Apple ნაკლებად მძლავრი სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად მოპედისა და ელექტრო სკუტერების მფლობელებსაც ურჩევს გამოიყენონ ამორტიზებადი სამაგრი iPhone-ისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციის გამო კამერის დაზიანების ალბათობა. უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც განათავსა Apple-მა ხსენებული გაფრთხილება, თუმცა ბოლო წლებში თემატურ ფორუმებზე ჩნდებოდა შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, მათ შორის იყო iPhone-ის გამოყენება სამთო ველოდისიპედების საჭესთან. არსებული ცნობების თანახმად გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცა და/ან უკუკავშირით ავტოფიკუსირების სისტემა გამოიყენება Apple-ის ყველა სმარტფონში iPhone 7-დან დაწყებული, ასევე iPhone 6 Plus-სა და iPhone 6s Plus-ში. https://bit.ly/3zadU78 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted September 16, 2021 Share Posted September 16, 2021 და ამ დროს iPhone 13-ის პრეზენტაციის დემო ვიდეოში პირდაპირ მოტოციკლზე ამაგრებს ტიპი ტელეფონს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.