მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორს-მაჟორი კომპანიებისთვის - როდის თავისუფლდებიან ისინი ვალდებულებისგან

5e78f6ba51710
ლევან თაღიაშვილი
23.03.20 23:00
2985
იურისტმა თამთა ივანიშვილმა „საქმიან დილაში“ ფორს-მაჟორული სიტუაცია განმარტა, როდესაც კომპანიები გარკვეულწილად თავისუფლდებიან ვალდებულებებისგან.

მისი თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული, როდესაც WHO-მ კორონავირუსი ეპიდემიად გამოაცხადა, კომპანიებს იმის მტკიცების საშუალება მიეცათ, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში იმყოფებიან.

„ფორს-მაჟორი რომ ვთარგმნოთ ქართულად, ესაა დაუძლეველი ძალა, რაც აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოიქმნება გარემოებები, რომელსაც მხარეები ვერ გაითვალისწინებდნენ ხელშეკრულების დადების დროს და ეს ხელს უშლის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში მხარეებს წარმოეშვებათ მთელი რიგი უფლებები. ჩემი მოსაზრებაა, რომ 30 იანვრიდან მოყოლებული, როცა WHO-მ ეპიდემიად გამოაცხადა კორონავირუსი, ბიზნესებს აქვთ უკვე იმის მტკიცების საშუალება, რომ ფორს-მაჟორულ გარემოებებში იმყოფებიან.“ - განაცხადა მან. 

მისი თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რომელიმე კომპანია ავტომატურად თავისუფლდება რაიმე ვალდებულებისგან და ყველა შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

„ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ვინმე რამისგან თავისუფლდება. ჩვენი სასამართლო პრაქტიკაც ძალიან ცალსახაა. უნდა იყოს დაკმაყოფილებული რამდენიმე წინაპირობა იმისათვის, რომ კომპანიებმა ისარგებლონ გარემოებებით, რომელიც ფორს-მაჟორულ სიტუაციებს უკავშირდება. მაგალითად: ხელშეკრულება უნდა იყოს იმ გარემოებებამდე დადებული, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გარემოება ასევე მხარეების კონტროლს მიღმა უნდა იყოს და ა.შ ანუ პირდაპირი და უშუალო გავლენა უნდა იყოს ჩემს შესაძლებლობასა და იმ ვალდებულებას შორის, რომელიც მაქვს. მე თუ საბანკო ანგარიშზე ფული მიდევს და საბანკო სისტემა მუშაობს და უბრალოდ ფული უნდა გადავრციხო, ფორს-მაჟორულ სიტუაციას ვერ დავეყრდნობი. მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევა იქნება ცალკე განსახილველი.“ - განაცხადა ივანიშვილმა.