მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-მა და პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტი დაიწყეს

630cb2e0169e3
BM.GE
29.08.22 16:32
2079
აგრობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს. 

"აწარმოე საქართველოშის" ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.

"პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე,"- ნათქვამია "აწარმოე საქართველოში"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ.