მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

169,700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა

61b0775e4531d
მარიამ ვარადაშვილი
08.12.21 15:11
920
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 169,700 მომხმარებელს რეფინანსირების განავეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. ორგანიზაციის ცნობითვე, 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.3 მილიარდი ლარის ღირებულების 169,700 სესხია გაცემული. ამ კრედიტების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მათ შორისაა 2.9 მილიარდი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხების პორტფელიც.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6,200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 8,289,500,000 ლარიდან 8,392,000,000 ლარამდე გაიზარდა.

169,700 ხელშეკრულებიდან 67,400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1,072,000,000 ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობით, 15.12% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით, 64,900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2,892,000,000 ლარია.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16,900,000 ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.59%-ში გაასესხეს.

დღეს, 8 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა.