You are on page 1of 16

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა,

კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილება

კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილება ჩამოყალიბდა 2015 წლის


მაისში. განყოფილების თანამშრომლებია: განყოფილების უფროსი, ორი მთავარი და
ერთი წამყვანი სპეციალისტი.

განყოფილების საქმიანობა განისაზღვრები გამგეობის ტიპური დებულებით.


განყოფილების მიერ ჩატარებული კულტურული,სპორტული და საგანმანათლებლო
ღონისძიებები წარმოდგენილია პროექტების სახით.

პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიება გადის შემდეგ ეტაპებს: იგეგმება


კონკრეტული ღონძისძიების ჩატარების ადგილი და დრო, მიზანი და შედეგი.
განყოფილების თანამშრომლები განიხილავენ არსებული ღონისძიების დეტალურ
გეგმას, რის შედეგად იწერება პროექტი. შემდეგ ეტაპზე ხდება ღონისძიებისთვის
საჭირო საგნობრივი და ადამიანური რესურსების მოძიება. აუცილებელია არსებული
ბაზრის დეტალური კვლევა და შესაბამისი ფასწარმოქმნის(„ინვოისების“) მოძიება,
რის საფუძველზეც დგება ღონისძიების ფინანსური დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა.
კერძოდ, ჩასატარებელი ღონისძიების ჩამონათვალი ეგზავნება მინიმუმ სამ
სხვადასხვა ორგანიზაციას, რომელსაც ჩატარებული აქვს მსგავსი სახის ღონისძიებები.
თითოეული ორგანიზაცია ადგენს არსებული ღონისძიების ჩასატარებელ
ხარჯთაღრიცხვას. საბოლოო ხარჯთაღრიცხვა დგება არსებული სამი მონაცემიდან
ყველაზე დაბალ ფასებში მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით.

გამგეობის სამუშაო რეჟიმი სრულად დამყარებულია თანამედროვე ელექტრონულ


პროგრამებზე. თბილისში არსებული ათივე რაიონული გამგეობა მუშაობს ერთნაირი
ელექტრონული პროგრამით, რაც იძლევა, როგორც შიდა ეფექტური მობილურიბის,
ასევე ქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან სწრაფი კომინიკაციის საშუალებას.
ყოველივე ხელს უწყობს დაიზოგოს დრო, ბევრად სწრაფად მოხდეს ინფორმაციის
გავრცელება .

თითოეულ განყოფილებას კურირებს გამგებლის მოადგილე. განყოფილება


არსებული ღონისძიების შინაარსობრივ და ფინანსურ მხარეს, დოკუმენტაციის
დეტალებს გაივლის კურატორ მოადგილესთან, იურიდიული განყოფილების და
ფინანსური განყოფილების წევრებთან. დამუშავებულ დოკუმენტაციას დაერთვის
განყოფილების უფროსის მიერ მოხსენებითი ბარათი გამგებლის სახელზე.
დოკუმენტაცია, კვლავ ელექტრონული ვერსიით და გამგებლის
ხელმოწერით(დაკმაყოფილების შემთხვევაში) შემდგომი მსვლელობისთვის
გადაეცემა შესაბამის განყოფილებას. კონკრეტულ შემთხვევაში შესყიდვების ჯგუფს.
შესყიდვების განყოფილება დეტალურად შეისწავლის სატენდერო დოკუმენტაციას
და საჭიროებისამებრ შეიტანს მასში საბოლოო ცვლილებებს განყოფილებასთან
შეთანხმებით. საბოლოოდ ჩამოყალიბებული პროექტის სატენდერო დოკუმენტაცია
აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე(ელექტრონული ტენდერი),
რომელის ნახვა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია დააკმაყოფილოს


შემსყიდველის( ამ შემთხვევაში გამგეობის) მოთხოვნები და წარმოადგინოს
შესაბამისი დოკუმენტაცია. წინასწარ დადგენილი ვადების მიხედვით ხდება
ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც მითითებულია მხარეთა ვალდებულებები.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია


განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გაივლის ღონისძიების ჩასატარებლად
საჭირო ყველა ეტაპს.

გთავაზობთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის


კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების მიერ 2015 (განყოფილების
ჩამოყალიბების შემდგომ) , 2016 და 2017 წელს ჩატარებულ ღონისძიებებს

2015 წლის პროექტები:

1. „აი ია“ – 9.09.2015(ხელშეკრულების დადების თარიღი) ტენდერში გამარჯვებული


ორგანიზაცია შ.პ.ს „რადა“ (ჯამური თანხა -14868 ლარი)
2. „თბილისობა“ – 8.10.2015. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს
„დადა“(ჯამური თანხა -23330 ლარი)
3. „ახალი წელი“ -7.12.2015 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს
„დადა“(ჯამური თანხა -7081 ლარი)
4. „კალათბურთის რაიონული ტურნირი“. 9.09.2015. ტენდერში გამარჯვებული
ორგანიზაცია შ.პ.ს „გ.გ.ივენთ გრუპი“(ჯამური თანხა -12552 ლარი)
5. „ეტალონი“ -10.12.2015 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ი/მ „დარო
კვანტალიანი“(ჯამური თანხა -1452 ლარი)

2016 წლის პროექტები:

1. „დედის დღე“ -23.02.2016 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ი/მ „ლევან


ბოლქვაძე“ (ჯამური თანხა -10999 ლარი)

2. „რა? სად? როდის?“-5.02.2016 23.02.2016 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ი/მ


„ლევან ბოლქვაძე“ (ჯამური თანხა -6899 ლარი)

3.,,საცირკო გასართობი სანახაობა“ -17.03.2016. ტენდერში გამარჯვებული


ორგანიზაცია ს.პ.ს „ინფო-ლაინსი“ (ჯამური თანხა -2813 ლარი)
4. ,,მოხატე უსაფრთხობა“ - 23.03.2016. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ს.პ.ს
„გურჯი-777“ (ჯამური თანხა -3855 ლარი)

5. ,, ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში“ - 22.04.2016. ტენდერში გამარჯვებული

ორგანიზაცია ინდ მეწარმე „პოზიტივ თრეველი“ (ჯამური თანხა -4649 ლარი)

6. ,,შენ გიმღერი“ (პედაგოგების კონკურსი) -11.05.2016 ტენდერში გამარჯვებული

ორგანიზაცია ი/მ მეწარმე „რაით ჩოისი“(ჯამური თანხა -5900 ლარი)

7. ,,შაში, დომინო, ნარდი“ (დიდუბის რაიონის ტურნირი) -18.05.2016 ტენდერში


გამარჯვებული ორგანიზაცია ი/მ მეწარმე „ლევან ბოლქვაძე“(ჯამური თანხა -4399
ლარი)
8. ,,1 ივნისი“ - 27.05.2016 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ა (ა)იპ
,,ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. (ჯამური თანხა -7201 ლარი)
9. „ფეხბურთის რაიონული ტურნირი“ – 21.06.2016 ტენდერში გამარჯვებული
ორგანიზაცია შ.პ.ს „გეო ჯგუფი“(ჯამური თანხა -7654 ლარი)
10. „დიდუბობა“ (რაიონის დღესასწაული) 10.08.2016 ტენდერში გამარჯვებული
ორგანიზაცია ა.ი.პ. ,,ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. (ჯამური თანხა -
69204 ლარი)
11. ‘’ახალი წელი“- 15.12.2016 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს. ,,ივენთ
პრომოუშენი“. (ჯამური თანხა -23866 ლარი)
12. „ფესვები“ -20.12.2016 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს. პალიტრა ლ“.
(ჯამური თანხა -2128 ლარი.

2017 წელს ჩატარებული პროექტები:

1. „ჩოგბურთი“ – 23.01.2017 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ა.ი.პ.


საქართველოს ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაცია“. (ჯამური თანხა
-15078 ლარი)
2. „მხიარულები და საზრიანები“- 8.02.2017 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია
ა.ი.პ. „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“. (ჯამური თანხა -19965 ლარი)
3. „ასტრა პარკი“ – 20.03.2017 ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ლ გ
გრუპ-კომპანია“. (ჯამური თანხა -13726 ლარი)
4. „კალათბურთის რაიონული ტურნირი“- 20.04.2017 ტენდერში გამარჯვებული
ორგანიზაცია „ამხანაგობა ენერგი და პარტნიორი“ (ჯამური თანხა -14000 ლარი)

You might also like