მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭყონია: მაღლივ კორპუსთან „მაკდონალდსი“ აშენდება, სადაც სტუდენტებისთვის ტრენინგ-ცენტრიც განთავსდება

5f3a41134f2e4
ინგა მურუსიძე
17.08.20 12:32
5204
მაღლივ კორპუსთან „მაკდონალდსი“ აშენდება, რომლის მეორე სართულზე სტუდენტებისთვის ტრენინგ-ცენტრი განთავსდება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

„ვაარსებთ ტრენინგ-ცენტრს სტუდენტებისთვის, სადაც მოვიწვევთ ცნობილ ეკონომისტებს, რომლებიც ლექციებს ჩაუტარებენ არა მარტო ქართველ სტუდენტებს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სპეციალისტებსაც. სამწუხაროდ, ვერ გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის ზონა და რა ვქნათ?! უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ აშენდება ეს მაკდონალდსი, პირველ სართულზე იქნება რესტორანი და მეორეზე ტრენინგ-ცენტრი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე, როდის დაიწყება მშენებლობა, ჭყონია პასუხობს: „რაც უფრო ჩქარა გადავლახავთ ამ საშინელ ბიუროკრატიულ მექანიზმს, მით უფრო სწრაფად დავიწყებთ“.

ცნობისთვის, დღეს „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.

2020 წელს ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელდა 12 500 000 ლარის ინვესტიცია. 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 000 000 ლარი იყო.