მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში? - მიმოხილვა

6129feb8a1c1d
თელარა გელანტია
29.08.21 00:00
7776
26 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,82 ევროა, A-95 მარკის ბენზინი 0,86 ევრო ღირს, A-98 მარკის ბენზინი - 0,89 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი კი - 0,81 ევრო.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრზე, A-98 მარკის ბენზინი - 0,03 ევროთი/ლიტრზე, დიზელის საწვავი - 0,02 ევროთი/ლიტრზე.

როგორც იმპორტიორთა კავშირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში ღირს. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი, დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

26 აგვისტოს მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.03 ევროს, დიზელის საწვავი - 1,57 ევრო ღირს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,77 ევროს, დიზელის საწვავი - 1,52 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1,69 ევროა, A-98 მარკის ბენზინი 1.89 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავი - 1,55 ევრო.

დეტალურად საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებში - ცხრილი



საწვავი ყველაზე იაფია რუსეთში: A-92 მარკის ბენზინის ღირებულებაა 0,53 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,58 ევროა, A-98 მარკის ბენზინის - 0,67 ევრო, დიზელის საწვავი კი 0,58 ევრო ღირს.

რაც შეეხება საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასს, იმპორტიორთა კავშირის მიმოხილვის მიხედვით, სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,80 ევროა, A-95 მარკის ბენზინი 0,82 ევრო ღირს, A-98 მარკის ბენზინი - 0,85 ევრო, დიზელის საწვავი კი - 0,78 ევრო.

შედარებით იაფია საწვავი აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი 0,50 ევრო ღირს, A-95 მარკის ბენზინის ფასი 0,73 ევროა, A-98 მარკის ბენზინის - 0,80 ევრო; დიზელის საწვავი კი 0,40 ევრო ღირს.

თურქეთს რაც შეეხება, იქ A-95 მარკის ბენზინის ფასი 0,79 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 0,85 ევრო, დიზელის საწვავი კი 0,74 ევრო ღირს.

იმპორტიორთა კავშირი უკრაინასა და მოლდოვაში საწვავზე არსებული ფასების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას.
უკრაინაში A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,93 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,96 ევრო, A-98 მარკის ბენზინი 1.02 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი - 0,90 ევრო.

რაც შეეხება მოლდოვას, იქ A-92 მარკის ბენზინის ფასია 0,96 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,98 ევრო, A-98 მარკის ბენზინის - 0.98 ევრო, დიზელის საწვავი კი 0,79 ევრო ღირს.