მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი

61824792f0354
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.21 19:03
962
2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით რეკორდულად დიდი თანხა, $1.7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რამაც 2021 წლის 9 თვეში $301 მილიონი შეადგინა. $282.7 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $210 მილიონით მესამეზე - აშშ, მეოთხე ადგილს კი $181.5 მილიონით საბერძნეთი იკავებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში წელს ყველაზე მეტი თანხა ევროპული ანგარიშსწორების სისტემით RIA-ს მეშვეობით გადმოირიცხა, რამაც $340.8 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსული Zolotaia Korona, რომლითაც $311.7 მილიონი გადმორიცხეს.

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი:

1) RIA - გადმოირიცხა $340.8 მილიონი მატება წინა წელთან 30%; გადაირიცხა $13.4 მილიონი, მატება წინა წელთან 94%.
2) Zolotaia Korona - გადმოირიცხა $311.7 მილიონი მატება წინა წელთან 38%; გადაირიცხა $105.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%.
3) Western Union - გადმოირიცხა $297.6 მილიონი მატება წინა წელთან 22%; გადაირიცხა $49.7 მილიონი, მატება წინა წელთან 6%.
4) Intel Express - გადმოირიცხა $220.1 მილიონი მატება წინა წელთან 18%; გადაირიცხა $11.9 მილიონი, მატება წინა წელთან 33%.
5) Money Gram - გადმოირიცხა $219.5 მილიონი მატება წინა წელთან 40%; გადაირიცხა $15.7 მილიონი, მატება წინა წელთან 30%.
6) Contact - გადმოირიცხა $134.6 მილიონი მატება წინა წელთან 20%; გადაირიცხა $4.6 მილიონი, მატება წინა წელთან 40%.
7) Unistream - გადმოირიცხა $105 მილიონი მატება წინა წელთან 20%; გადაირიცხა $17.5 მილიონი, მატება წინა წელთან 31%.
8) Rico Gram - გადმოირიცხა $71 მილიონი მატება წინა წელთან 24%; გადაირიცხა $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 24%.
9) Privat Money - გადმოირიცხა $5.2 მილიონი, მატება წინა წელთან 107%; გადაირიცხა $0.5 მილიონი, მატება 140%.
10) სხვა სისტემები - გადმოირიცხა $0.5 მილიონი, გადაირიცხა $0.2 მილიონი.