მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.5%-მდე ზრდის

618518966e3cb
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 15:51
591
ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროპის რეგიონისთვის მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. EBRD 2021 წელს საქართველოსთვის 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ორგანიზაციის წინა შეფასებასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია. 

გაცილებით უფრო მაღალი ზრდის პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც მიმდინარე წელს ქვეყანაში 10%-იან ზრდას მოელის. 2021 წლის 9 თვის ფაქტიური მდგომარეობით კი ეკონომიკური ზრდა 11.3%-ია. 

EBRD-ის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. საქართველოს მთავრობა კი მომდევნო წელს 6%-იან ზრდას მოელის. 

EBRD-ის შეფასებით, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:

საქართველო - ზრდა 2021 წელს 7.5%;
თურქეთი - ზრდა 2021 წელს 9%;
რუსეთი - ზრდა 2021 წელს 4.3%;
სომხეთი - ზრდა 2021 წელს 5%;
აზერბაიჯანი - ზრდა 2021 წელს 4%;
უკრინა - ზრდა 2021 წელს 3.5%.

გამოწვევებს შორის EBRD მაღალ ინფლაციას ასახელებს. ამ მიმართულებით, ორგანიზაციის თანახმად, საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია: