მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მთავრობამ 30 მლნ ლარის სასოფლო-სამეურნეო მიწა გაყიდა - პრივატიზაციის გეოგრაფია

61859b1ae486c
თელარა გელანტია
06.11.21 09:40
1203
სახელმწიფო ქონების ეროვნული ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს ელექტრონული აუქციონის გზით, 29 862 500 ლარის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაიყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა. პრივატიზებული მიწის საერთო ფართობი 15 330 079 კვ/მ-ია.

რაც შეეხება გეოგრაფიას, ყველაზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაიყიდა კახეთში, მას მოსდევს მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. 



რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნებულების მიწების პრივატიზაციას, როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტუტიციის მე-19 მუხლის თანახმად, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში".

აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქე(ებ)ზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება არ განხორციელებულა.