მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 2 თვეში?

62399b2e82aff
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.22 15:14
4215
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2022 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-თებერვალში ბიუჯეტმა გადასახადების სახით 2.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 60%-ია.

უფრო დეტალურად, საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:

● საშემოსავლო გადასახადი - 747.4 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 66%;
● მოგების გადასახადი - 238 მილიონი ლარი, გეგმის 43%;
● დამატებული ღირებულების გადასახადი - 884 მილიონი ლარი, გეგმის 76%;
● აქციზი - 217 მილიონი ლარი, გეგმის 67%;
● მათ შორის აქციზი თამბაქოს ნაწარმიდან - 88.6 მილიონი ლარი;
● მათ შორის აქციზი დიზელის საწვავიდან - 35.2 მილიონი ლარი;
● მათ შორის აქციზი ბენზინიდან - 45.4 მილიონი ლარი.
● იმპორტის გადასახადი - 14.5 მილიონი ლარი, გეგმის 85%.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფომ 590 მილიონი ლარის ახალი ვალი აიღო. აქედან 370 მილიონი ლარი საშინაო ვალდებულებები, 220 მილიონი ლარი კი საგარეო ვალდებულებები იყო.