მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს გავლით განვახორციელებთ - ალიევი

63567050041bc
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 14:40
688

ჩვენი მარშრუტი საქართველოზე აუცილებლად გაივლის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალზეც ისაუბრა. 

“ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის ექსპორტს. აზერბაიჯანი აპირებს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საქართველოზე აუცილებლად გაივლის. ჩვენი შესაძლელობა განახლებადი ენერგიების კუთხით 10 გეგავატია და კასპიის ზღვით გვაქვს შესაძლებლობა განვახორციელოთ ექსპორტი. მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც”,-აცხადებს ალიევი.