მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რწმუნებულების 9 ადმინისტრაციამ საწვავზე 0.5 მილიონამდე ლარი დახარჯა - TI

606d62246b120
ინგა მურუსიძე
07.04.21 21:20
634
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების 9 ადმინისტრაციამ საწვავზე სულ 454 428 ლარი დახარჯა, ხოლო ავტოპარკის შეკეთებაზე - 270 017 ლარი.

უფრო დეტალურად, TI-ს კვლევაში წერია, რომ ადმინისტრაციებს, ჯამში, აქვთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270,017 ლარი დაიხარჯა, რაც 17,834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252,183 ლარი);

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454,428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254,413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82,660 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ გახარჯა.

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასეთია: 

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 82 660 ლარის ღირებულების 46 327 ლიტრი საწვავი;
გურია: 47 998 ლარის ღირებულების 27 285 ლიტრი საწვავი;
იმერეთი: 61 517 ლარის ღირებულების 26 981 ლიტრი საწვავი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 34 258 ლარის ღირებულების 19 212 ლიტრი საწვავი;
სამცხე-ჯავახეთი: 51 160 ლარის ღირებულების 28 166 ლიტრი საწვავი;
კახეთი: 52 404 ლარის ღირებულების 29 283 ლიტრი საწვავი;
შიდა ქართლი: 45 681 ლარის ღირებულების 24 608 ლიტრი საწვავი;
ქვემო ქართლი: 37 983 ლარის ღირებულების 20 889 ლიტრი საწვავი;
მცხეთა-მთიანეთი: 40 767 ლარის ღირებულების 22 662 ლიტრი საწვავი.