მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების მიერ ივლისში გაცემული სესხების მოცულობა 382.83 მლნ ლარით გაიზარდა

61272fa65c96b
BM.GE
26.08.21 10:02
801
ეროვნული ბანკი სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 382.83 მლნ ლარით (0.98%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.59%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.60 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398.21 მლნ ლარით (2.15%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.38 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.08%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.98 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.56%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.11%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.04%-ით მეტი).

ამასთან, 2021 წლის ივლისის განმავლობაში 1.46%-ით, ანუ 285.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.73 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით).